Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კურიერის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი იმედში გადადის?
ambebi.ge
19 June 2017, 18:20
ბოლო დროს სატელევიზიო სივრცეში არაერთი ცვლილება განხორციელდა. ცვლილებები ჯერ "ტელე იმედს" შეეხო, სადაც რამდენიმე გადაცემა დაიხურა და ნაცნობი სახეები ტელეეკრანიდან გაუჩინარდნენ ("იმედის დილა, "დღის შოუ"), ახლა კი რეორგანიზაცია "რუსთავი 2"-ზე მიმდინარეობს (მოკლედ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში) ცოტა ხნის წინ, "კურიერის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა თანამდებობა დატოვა. იგი ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჩაანაცვლა. ჯერ კიდევ მაშინ, კულუარებში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ლაფერაშვილმა "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადაინაცვლა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. რამდენიმე კვირის წინ, გავრცელებული ინფორმაციით, ლაფერაშვილთან ერთად არხი კიდევ სამმა Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ჟურნალისტმა დატოვა, მათ შორის ნატა მახვილაძემ, რომელიც 10 წელი მუშაობდა "კურიერში". ეს უკანასკნელი "იმედზე" "ქრონიკის" ეთერში უკვე გამოჩნდა. AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლაფერაშვილს "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ არხის პოლიტიკური ბლოკის პროდუსერობა შესთავაზა, თუმცა მისგან საბოლოოდ უარი მიიღო და სულ მალე, ლაფერაშვილი საქმიანობას "იმედზე" გააგრძელებს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თავად გიორგი ლაფერაშვილს დავუკავშირდით. მან გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ, იმედის პროგრამების დირექტორთან, მაია ჩუგოშვილთან, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თამარ ბოჭორიშვილი AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი